რონალდომ მუნდიალის ყველა დროის ანტი-რეკორდი დაამყარა

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანო რონალდუმ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში უცნაური რეკორდი დაამყარა. Opta-ს მონაცემებით, 41 წლის თავდამსხმელი გახდა ფეხბურთელი, რომელსაც მუნდიალის პლეი-ოფის ეტაპზე მატჩიდან გატანილი გოლის გარეშე ყველაზე მეტი შეხვედრა (10) აქვს ჩატარებული.
რონალდუს მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი, 2026 წლის ტურნირზე ხორვატიის წინააღმდეგ, 1/16-ფინალში, თუმცა ის პენალტით შეასრულა.
მიუხედავად ამისა, პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს 2026 წლის მუნდიალზე ისტორიული მიღწევებიც ჰქონდა. “ალ-ნასრის” ფორვარდი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის ექვს სხვადასხვა გათამაშებაში აქვს გოლი გატანილი.
წყარო: Sportall.ge