სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კრის სატონმა, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, საფრანგეთის ესპანეთთთან დამარცხებაზე (0:2) გააკეთა კომენტარი.
„ესპანეთის ფონზე საფრანგეთი საშუალო დონის გუნდად გამოიყურებოდა. ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო, უბრალოდ გაანადგურა.
იმდენი ვაქეთ ფრანგები, მაგრამ ესპანელთა დახვეწილმა თამაშმა ისინი უბრალოდ წალეკა. ესპანეთმა სრულად დაჯაბნა საფრანგეთი“, – განუცხადა სატონმა BBC-ის.
წყარო: Sportall.ge