მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026 | 00:47
სწრაფი სიახლე
სპორტი

სლუცკის ჩასვრილი და “რუბინის” განავალში ჩამგდები უწოდეს – სიომინმა დაიცვა

SportMedia 5 აგვისტო, 2026 · 16:04 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

„რუბინში“ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ „შანხაი შენხუა“ დატოვა. ის „სპარტაკის“ ექს-ფეხბურთელებმა ალექსანდრ მოსტოვოიმ და ალექსანდრ ბუბნოვმა იგორ კიტმანოვის „კომენტ. შოუში“ გააკრიტიკეს. 

 

კიტმანოვი: სლუცკი ჩვენთან იყო გადაცემაში.

 

მოსტოვოი: კარგი ერთი. ვის უხმობთ, რატომ? ის ახლა ყველგან გამოჩნდება. ასე არაა?

 

ბუბნოვი: რა თქმა უნდა.

 

მოსტოვოი: მე უკვე დიდი ხანია ვამბობდი, რომ „შანხაი შენხუადან“ გაათავისუფლებდნენ. უკვე გაათავისუფლეს კიდეც. 

 

ბუბნოვი: სლუცკის სასწრაფოდ სამუშაოს მოძებნა სჭირდება. ის სიომინისგან ასეთ შექებას არ ელოდა, თქვა, რომ რუსული ფეხბურთის ელიტური მწვრთნელია. კოლოსკოვიც გამოძვრა და განაცხადა, რომ ასეთი დონის სპეციალისტი არ გვყავს.

 

მოსტოვოი: მას ხომ ყველა გუნდიდან აგდებენ. 

 

კიტმანოვი: რუსეთის ჩემპიონი, თასის და სუპერთასის მფლობელია.

 

მოსტოვოი: ეს რუსეთში! რუსეთში, იგორ!

 

კიტმანოვი: ჩინეთში ორჯერ მოიგო სუპერთასი.

 

მოსტოვოი: სუპერთასი ერთი თამაშია! ეს ხომ ჩემპიონატი არ არის. მეც მაქვს პორტუგალიაში სუპერთასი მოგებული. თუმცა, ამას არ ვიხსენებ.

 

ბუბნოვი: ვის სჭირდება ეს სუპერთასი? პროგნოზი გავაკეთე, რომ ისევე როგორც ყველა გუნდში ერთი ბოლო ექნებოდა – ბოლოს და ბოლოს ჩაისვრიდა.

 

მოსტოვოი: თუ გინდათ „აკრონში“ დანიშნეთ, მაგრამ ნახავთ, სამ თვეში იქიდანაც მოაცილებენ.

 

ბუბნოვი: კითხვა დამისვეს, რატომ არ სცემ სლუცკის პატივს?

 

მოსტოვოი: რატომ უნდა ვაფასებდე? ჩემთვის ის არასაფეხბურთო ადამიანია. 

 

კიტმანოვი: ე.ი. არასაფეხბურთოები შეფასებას არ ექვემდებარებიან?

 

ბუბნოვი: რახიმოვმა „რუბინი“ განავალიდან ამოათრია, სადაც სლუცკიმ ჩააგდო. რაა აქ განსახილველი?

 

მოსტოვოი: მოიცადეთ, სად იყო სლუცკი? სამი თვე ჰოლანდიაში? იქ ვერაფერი მოიგო.

 

ბუბნოვი: ჩემპიონშიფში რა გააკეთა? მე ადგილი ვუპოვე. ნობელ, გამარჯობა! იტალიის ნაკრებში დანიშნონ – ამ განავალიან გუნდში ახლა მუშაობა არავის არ უნდა. იქაა მისი ადგილი. დაე წავიდეს და თავისი ნიჭი იქ გამოამჟღავნოს – როგორი დიადი მწვრთნელია!

 

მოსტოვოი: თავს არ დაიკარგავს, ყოველთვის ამოყვინთავს (იცინის). 

 

სლუცკის შესახებ დადებითად ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა ისაუბრა: „რუსეთის პრემიერლიგაში სწრაფად ნახავს გუნდს. ის მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელია. ასეთი სპეციალისტები ჩვენთან ბევრი არაა. მნიშვნელოვანია დაბრუნება თავად მოისურვოს. ჩინეთში შესანიშნავად მუშაობდა“.

წყარო: Sportall.ge