მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 5 აგვისტო, 2026 | 03:04
სწრაფი სიახლე
სპორტი

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან

SportMedia 4 აგვისტო, 2026 · 21:07 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

6 აგვისტოს, ქართველი მსაჯები უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე იმუშავებენ. გიორგი ყრუაშვილი შვეიცარული თუნის და ისლანდიური ვიკინგურის შეხვედრას განსჯის. 

 

ქართველ არბიტრს ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზაშვილი იქნება, ხოლო ვიდეო რეფერის ასისტენტი ალეკო აფციაური.

 

შეხვედრა შვეიცარიაში, თუნში გაიმართება და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. 

 

GFF.GE

 

წყარო: Sportall.ge