რობოტებმა ცოცხალ ცხოველს ოპერაცია პირველად ჩაუტარეს

ანთროპომორფულმა რობოტებმა ცოცხალ ორგანიზმზე ჩვეულებრივი სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით ოპერაცია პირველად ჩაატარეს.
Gizmodo-ს ცნობით, კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა Surgie-ს სისტემა ღორზე გამოცადეს. რობოტებმა ცხოველს ნაღვლის ბუშტი ლაპაროსკოპიის მეთოდით ამოკვეთეს. ექსპერიმენტების მსვლელობისას, ერთ სცენარში ანდროიდი ქირურგთან წყვილში მუშაობდა, ხოლო მეორეში ორი რობოტი შეთანხმებულად მოქმედებდა. ორივე შემთხვევაში ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ღორები გადარჩნენ.
წინა მექანიკური მანიპულატორებისგან ახალი მეთოდის მთავარი განსხვავება მანევრულობა და ჩაჭიდებაა. რობოტებს ინსტრუმენტები თითქმის ისევე უჭირავთ, როგორც ადამიანებს. Surgie-ს პროექტი მნიშვნელოვნად კომპაქტურია ისეთ ჩვეულ სისტემებთან შედარებით, როგორიცაა da Vinci. თუ სამედიცინო დანადგარები 800 კგ-ზე მეტს იწონის და სტაციონარულ საოპერაციოს საჭიროებს, ახალი რობოტი სულ რაღაც 27 კგ-ს იწონის და ორ ფეხზე გადაადგილება შეუძლია.
კვლევის ხელმძღვანელს, მაიკლ იპს მიაჩნია, რომ მსგავსი ტექნოლოგიები დაეხმარება ექიმებს დაშორებულ რეგიონებსა და სამედიცინო პერსონალის დეფიციტის მქონე ქვეყნებში. მისი აზრით, ანთროპომორფული მანქანები რთულ ოპერაციებს პაციენტებისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის.