მთავარი კონტენტი
კვირა, 2 აგვისტო, 2026 | 03:39
სწრაფი სიახლე
ტექნოლოგიები

ტუალეტში ტელეფონით დიდხანს ჯდომის გამო, ქალს ფეხში თრომბი განუვითარდა

Prime Time 2 აგვისტო, 2026 · 00:26 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

უნიტაზზე დიდხანს ჯდომის გამო, ქალს ფეხში თრომბი განუვითარდა. ამ უჩვეულო შემთხვევაზე Telegram-არხმა Mash-მა დაწერა.

ქალის თქმით, მას შემდეგ, რაც ტუალეტში სმარტფონით ხელში დიდი დრო გაატარა, ფეხზე დაბერილი ვენა შენიშნა. შეშფოთებულმა მოქალაქემ კითხვით, თუ რამდენად საფრთხის შემცველი იყო ეს მდგომარეობა, ChatGPT-ს მიმართა.

„ბოტმა მირჩია, დაუყოვნებლივ მიმემართა სასწრაფო დახმარებისთვის, რადგან თუ ეს თრომბი იყო, დაყოვნება არ შეიძლებოდა. ყველაზე უცნაური ის არის, რომ სულ რაღაც ნახევარი საათით ადრე, უბრალოდ, დიდხანს ვიჯექი უნიტაზზე ტელეფონით ხელში“ – იხსენებს ქალი.

ულტრაბგერითმა გამოკვლევამ მუხლუკანა ვენაში თრომბის არსებობა დაადასტურა. პაციენტს მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრისთვის სისხლძარღვთა ქირურგთან მიმართვა ურჩიეს.