მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 | 14:15
სწრაფი სიახლე
ტექნოლოგიები

უცნაური მოვლენა საფრანგეთში – ანდაის სანაპიროს გიგანტური “ცუნამის ღრუბელი“ დაატყდა თავს

Ambebi.ge 14 ივლისი, 2026 · 20:03 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ინტერნეტში დარამატული მომენტის ამსახველი ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს როგორ უტევს გიგანტური “ცუნამის ღრუბელი“ საფრანგეთის სანაპიროს მაშინ, როდესაც ევროპაში რეკორდული, 45°C-იანი სიცხე მძვინვარებს.

კვირას, ანდაის სანაპიროზე გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ გაექცნენ თავზარდაცემული დამსვენებლები ე.წ. ”გალერნს“ (galerne) – მძლავრ მეტეოროლოგიურ მოვლენას, რომელსაც ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა და ჩრდილო-დასავლეთის ძლიერი, გრიგალისებრი ქარი ახასიათებს.

ბასკეთის სანაპიროზე მყოფი ასობით შეშფოთებული ტურისტი სასწრაფოდ იტაცებს ხელში სერფინგის დაფებს, გასაბერ რგოლებსა, პირსახოცებს… და უსაფრთხო ადგილისკენ გარბის.

“ეს ტორნადოს ჰგავდა: რამდენიმე წუთით ადრე მზე ანათებდა, მაგრამ მოულოდნელად ქარი ამოვარდა, ცა უცებ ღრუბლებით დაიფარა, ნისლი ჩამოწვა და ყველაფერი ჩამობნელდა“, – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა მედიასთან საუბრისას.

დამსვენებლები, რომლებიც მანამდე 38°C სიცხით ტკბებოდნენ, მოულოდნელად ჰაერში აფრენილი ქოლგების, თვალისმომჭრელი ქვიშის ქარიშხლისა და ტემპერატურის შოკისმომგვრელი ვარდნის წინაშე აღმოჩნდნენ სულ რაღაც ექვს წუთში ჰაერი 11°C-ით გაცივდა.

ანალოგიური მოვლენა დაფიქსირდა ბიარიცშიც, სადაც ნაშუადღევს ახლახან დაფიქსირდა ტემპერატურის აბსოლუტური რეკორდი 42.9°C. სულ რამდენიმე წუთში დასავლეთის მძლავრმა ქარმა 23°C-მდე დააგდო.

“ეს საკმაოდ მომნუსხველი სანახაობაა, მე თავად მაქვს გამოცდილი, უეცრად ღია ზღვიდან მომავალ ნისლის კედელს ხედავთ; ის შეიძლება შტორმამდე ათი წუთით ადრე გამოჩნდეს, მაგრამ ერთი თუნდაც საათით ადრე საერთოდ ვერაფერს შეამჩნევთ“, – განუცხადა გამოცემა “20 minutes-ს Météo-France“ -ის სინოპტიკოსმა, სებასტიან ლეასმა.

აღნიშნული მოვლენა განსაკუთრებით მწვავედ ბასკეთის სანაპიროზე ვლინდება, ეს პირენეებისა და კანტაბრიის მთების რელიეფის გამო ხდება, რომლებიც ცივ ზღვის ჰაერს სანაპირო ზოლის გასწვრივ მიმართავენ.

წყარო