მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 03:07
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი – დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარეს მონაწილეობს

IPN.ge 24 აგვისტო, 2026 · 20:56 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 8

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარეს მონაწილეობს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის გეგმები, რომ უკრაინას SCALP-ის ტიპის რაკეტების წარმოებისთვის ბრიტანული კომპონენტების შესახებ საიდუმლო ინფორმაცია გადასცეს, „ცეცხლზე ნავთის დასხმას“ წარმოადგენს.

„დიდი ბრიტანეთი ამ ომში მონაწილეობს. ის ამ ომში კიევის რეჟიმის მხარეს მონაწილეობს“, – განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის გეგმების მიმართ კრემლის დამოკიდებულება „უკიდურესად ნეგატიურია“.

„სამხედროები შესაბამის სამუშაოებს უკვე ატარებენ. ისინი მსგავსი რაკეტების საწარმოო ადგილების დასადგენად მონაცემებს აგროვებენ და ამ ობიექტების განადგურების მიზნით შესაბამის ზომებს იღებენ“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.