დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის მიერ ირანისთვის ინფორმაციის შესაძლო მიწოდებაზე გავარკვევთ, სიმართლეა თუ არა, პუტინს ვკითხავ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ჰკითხავს, აწვდის თუ არა რუსეთი ირანს ინფორმაციას ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ბაზების შესახებ.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, რას ფიქრობს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზების შესახებ დაზვერვის ინფორმაციას აწვდის, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ამ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეეკითხება.
ტრამპის თქმით, „შესაძლოა, აწვდიდნენ, თუმცა თუ ამას აკეთებენ, მაშინ ამას შედეგები არ გამოუღია“.
„გავარკვევთ, სიმართლეა თუ არა ეს. მე პუტინს ვკითხავ. თუ ეს ასეა, მაშინ ამას დიდი გავლენა არ მოუხდენია“, – განაცხადა ტრამპმა.