ვენსმა ირანთან კონფლიქტში აშშ-ის მთავარი მიზანი დაასახელა

ირანთან კონფლიქტში აშშ-ის მთავარი მიზანი ამერიკელებისთვის იაფი ნავთობის მიწოდებაა, თეირანისთვის ბირთვული იარაღის შეძენის თავიდან აცილება კი მხოლოდ მეორეხარისხოვანია, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა.
„პირველი მიზანია, ნავთობი და გაზი იაფი იყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამერიკელებისთვის. და შემდეგ, ცხადია, მეორე მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ ირანმა არასდროს მიიღოს ბირთვული იარაღი“, – თქვა ვენსმა Fox News-ის ეთერში.
ორშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული ძალები ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებენ, თუმცა ის მხოლოდ ირანისკენ მიმავალი გემებისთვის რჩება დაკეტილი.
ამასობაში, საუდის არაბეთის ტელეარხმა „ალ-ჰადათმა“, მაღალი რანგის წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი და ომანი შეთანხმდნენ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების სრულად აღდგენაზე. აღნიშნულ შეთანხმებას ახლა ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს დამტკიცება სჭირდება.
კომენტარები
კომენტარი