მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 22:21
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ირაკლი კუპრაძე – შოვი მხოლოდ წარსულის ტრაგედია აღარ არის, ის არის ხელისუფლების დანაშაულებრივი უმოქმედობის, უპასუხისმგებლობისა და ჩავარდნილი სახელმწიფოს სიმბოლო

IPN.ge 3 აგვისტო, 2026 · 21:30 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, შოვის ტრაგედიიდან სამი წლის გასვლის მიუხედავად, მომხდარზე პასუხისმგებლობა დღემდე არავის აუღია.

კუპრაძის თქმით, ტრაგედიას, რომლის შედეგადაც 33 ადამიანი დაიღუპა, ხელისუფლების „დანაშაულებრივი დაუდევრობა“ უძღოდა წინ.

მისივე განცხადებით, ყოველი ახალი სტიქიის დროს კვლავ იკვეთება „უსუსური და უმოქმედო სახელმწიფოს“ პრობლემა, რომელიც, მისი თქმით, რეაგირებას მხოლოდ ტრაგედიის შემდეგ ახდენს.

„შოვის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა, 33 ადამიანის სიცოცხლე ანტიქართული “ოცნების” დანაშაულებრივ დაუდევრობას შეეწირა და ხელისუფლებამ საზოგადოებას სიმართლეც კი ვერ უთხრა. ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა დღემდე არავის აუღია.

ყველაზე მძიმე ის არის, რომ შოვის ტრაგედიამ “ოცნებას” არაფერი ასწავლა. სამი წლის შემდეგაც სახელმწიფოს არ შეუქმნია ეფექტიანი ადრეული გაფრთხილების სისტემა, არ შეუძენია სტიქიებთან საბრძოლველად აუცილებელი ტექნიკა, არ გაუძლიერებია პრევენციის სისტემა და არც ადამიანების უსაფრთხოებაზე უზრუნია.

შედეგად, ყოველი ახალი სტიქია ისევ ერთსა და იმავე სურათს გვაჩვენებს – უსუსური და უმოქმედო სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის ტრაგედიის შემდეგ ჩნდება და არასოდეს მანამდე.

სამი წლის შემდეგ შოვი მხოლოდ წარსულის ტრაგედია აღარ არის, ის არის ხელისუფლების დანაშაულებრივი უმოქმედობის, უპასუხისმგებლობისა და ჩავარდნილი სახელმწიფოს სიმბოლო..!“,- აცხადებს კუპრაძე.