მედია – პარიზის სასამართლომ საფრანგეთიდან გაძევების თაობაზე რუსი პროპაგანდისტის, ქსენია ფედოროვას სააპელაციო საჩივარი უარყო

პარიზის სასამართლომ საფრანგეთიდან გაძევების შესახებ რუსი პროპაგანდისტი ქსენია ფედოროვას სააპელაციო საჩივარი უარყო. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
პარიზის ადმინისტრაციული სასამართლოს განცხადებით, ფედოროვამ ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ საფრანგეთის დატოვების ბრძანებას მისთვის „სერიოზული პირადი შედეგები“ მოჰყვებოდა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნესმა აღნიშნა, რომ ფედოროვას გაძევების ბრძანება „სრულიად გამართლებულია“.
ცნობისთვის, რუსული პროპაგანდისტული ტელეარხი RT-ის ფრანგული სამსახურის ყოფილი დირექტორის, ქსენია ფედოროვას ქვეყნიდან გაძევების ორდერი საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 ივლისს გასცა და მისი აქტივები ექვსი თვით გაყინა.
ევროკავშირის სანქციების გამო RT-ის ფრანგული სამსახურის დახურვის შემდეგ ფედოროვა ულტრამემარჯვენე CNews ტელეარხზე, Europe 1 რადიოსადგურსა და გაზეთ Le Journal du Dimanche-ში მუშაობდა.