მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 | 15:08
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

რუმინეთის ტერიტორიაზე დრონი აფეთქდა

IPN.ge 20 აგვისტო, 2026 · 13:41 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

რუმინეთის ტერიტორიაზე დრონი აფეთქდა, – ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დრონი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსეთის მიერ უკრაინაზე ღამით განხორციელებული თავდასხმის დროს შეფრინდა.

„03:21 საათზე, დრონი რუმინეთის ეროვნულ საჰაერო სივრცეში, გალაცის აღმოსავლეთით, დაახლოებით 13 კილომეტრში შემოფრინდა“, – აცხადებს რუმინეთის თავდაცვის უწყება.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დრონი ტულჩას ოლქში მდებარე დასახლებულ პუნქტ გრინდუდან დაახლოებით 4 კილომეტრში, დაუსახლებელ ზონაში ჩამოვარდა.

„დრონის ჩამოვარდნას ხანძარი მოჰყვა, რომელიც თავისით ჩაქრა. მსხვერპლის ან მატერიალური ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა“, – ნათქვამია რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.