მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 12:54
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრს დრონებით დაესხნენ თავს

Prime Time 30 ივლისი, 2026 · 11:41 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 1

რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრს დრონებით დაესხნენ თავს. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს ინფორმაციას.

თავდასხმის შედეგად ლოგისტიკურ ცენტრში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

გამოცემის ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე გახდა Wildberries-ის დაახლოებით 90 000 კვადრატული მეტრის ფართობის ლოგისტიკური კომპლექსი.

თავდასხმის შემდეგ დახარისხების ცენტრიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.

მედიის ცნობით, აღნიშნული ლოგისტიკური ცენტრი Wildberries-ის ერთ-ერთი მთავარი სადისტრიბუციო ჰაბია, რომელიც რუსეთის ვოლგისპირეთის (პრივოლჟის) ფედერალურ ოლქს ემსახურება.