მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 28 ივლისი, 2026 | 01:05
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ტრამპი: გავარკვევთ, აწვდის თუ არა რუსეთი ირანს აშშ-ის ბაზების თანამგზავრულ ფოტოებს – პუტინს პირადად ვკითხავ

Prime Time 27 ივლისი, 2026 · 22:08 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი ირანს სპარსეთის ყურეში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზების თანამგზავრულ ფოტოებს აწვდის, რათა თეირანს სამიზნეების ამოღებაში დაეხმაროს.

კითხვაზე – პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ირანს აწვდის სპარსეთის ყურეში მდებარე აშშ-ის ბაზების თანამგზავრულ ფოტოებს, რათა დაეხმაროს მათ სამიზნეების ამოღებაში. რისი გაკეთება შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით? – ტრამპმა უპასუხა:

ჩვენ გავარკვევთ, არის თუ არა ეს სიმართლე. მე ვკითხავ პუტინს ამის შესახებ. გავარკვევთ… [ამას] დიდი გავლენა არ მოუხდენია, რადგან ჩვენ ისინი მიწასთან გავასწორეთ.

 

Reporter: Zelensky says Russia is giving Iran satellite imagery of U.S. bases in the Gulf.

Trump: We will find out if that’s true. I will ask Putin about it.

It hasn’t had much impact, if that’s the case. pic.twitter.com/gbN1eyqym0

— Clash Report (@clashreport) July 27, 2026