მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 20:49
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული იერიშების დროს პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნას, „ევროკავშირის საჰაერო სივრცის კიდევ ერთ მიუღებელ დარღვევას“ უწოდებს

IPN.ge 30 ივლისი, 2026 · 19:57 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ევროკავშირის საჰაერო სივრცის კიდევ ერთი მიუღებელი დარღვევა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ გასულ ღამეს უკრაინაზე განხორციელებული იერიშების დროს პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის ფაქტს ეხმაურება.

„ევროკავშირის საჰაერო სივრცის კიდევ ერთი მიუღებელი დარღვევა, რომელიც გამოწვეულია რუსეთის მიერ უკრაინაზე ბოლო იერიშებით, ამჯერად პოლონეთის თავზე“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი X-ზე.

მისი თქმით, მსგავსი შემთხვევების დასასრულებლად ევროკავშირი უკრაინას ომის მოგებაში ეხმარება.

„ასევე, ჩვენ ვაშენებთ ევროპული უსაფრთხოების ძლიერ არქიტექტურას ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში“, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.