მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 18:06
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელის პრესსამსახური – გასული ერთი კვირის განმავლობაში, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი 113 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა

IPN.ge 25 აგვისტო, 2026 · 17:09 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 5

გასული ერთი კვირის განმავლობაში, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი 113 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა, – ინფორმაციას რუსული მედია ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის პრესსამსახურის ცნობით, გასული ერთი კვირის განმავლობაში, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი 33 000-ზე მეტმა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა.

გავრცელებული ინფორმაციით, 15 და 16 აგვისტოს საკონტროლო-გამშვები პუნქტი 19 000 -ზე მეტმა ადამიანმა გაიარა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა განაცხადა, რომ 18 აგვისტოს ზემო ლარსზე მგზავრთა რეკორდული ნაკადი დაფიქსირდა და საკონტროლო-გამშვები პუნქტი 20 000-ზე მეტმა მგზავრმა გაიარა.