მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 25 აგვისტო, 2026 | 21:36
სწრაფი სიახლე
მსოფლიო

CBS News: მოსკოვში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი ჩავიდა

Prime Time 25 აგვისტო, 2026 · 18:52 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

ამერიკული ტელეკომპანია CBS News-ის ჟურნალისტის, ჯენიფერ ჯეიკობსის ინფორმაციით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი მოსკოვში იმყოფება.

ჟურნალისტი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ რეტკლიფი რუსეთის დედაქალაქში შეხვედრების ჩასატარებლად ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების C-17 ტიპის თვითმფრინავით ჩაფრინდა.

ცნობა ოფიციალურად ჯერჯერობით არ დადასტურებულა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში პირველად, რუსეთში ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Boeing C-17 Globemaster III დაშვა.