მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 28 ივლისი, 2026 | 02:16
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

„გვალვა, ჰაერის გაძნელება, სტიქიები…“ – რა არის ელ-ნინიო და რისთვის უნდა ვიყოთ მზად

Prime Time 27 ივლისი, 2026 · 23:38 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

გვალვა, უჟანგბადობა, სტიქიები… ეს ისაა, რასაც მეცნიერები ,უახლოეს პერიოდში, ელიან.

რა არის ელ-ნინიო და რისთვის უნდა ვიყოთ მზად? მეცნიერთა ვარაუდით, ეს წელი ყველაზე რთული იქნება – ტროპიკული ტყეები აღარ შთანთქავენ ნახშირორჟანგს.

ტროპიკული ტყეები ხომ პლანეტის უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი დამცავია. ისინი ატმოსფეროდან დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს შთანთქავენ და ამით ერთგვარი ბალანსის როლს ასრულებენ. თუმცა, ტემპერატურის მატება და გვალვები ამ ბუნებრივ ბალანსს ახლა საფრთხეს უქმნის. როდესაც გარემო ძალიან ცხელი და მშრალი ხდება, მცენარეები ფოთლების ფორებს ხურავენ. ისინი ვეღარ იღებენ საკმარის ნახშირორჟანგს, რომელიც ზრდისთვის სჭირდებათ.

ეს ნიშნავს, რომ ექსტრემალური კლიმატური პირობების დროს, ტროპიკულმა ტყეებმა შესაძლოა დაკარგონ თავიანთი მთავარი ფუნქცია, იყვნენ ბუნებრივი „ნახშირბადის საცავი“.

სამი ყველაზე ძლიერი ელ-ნინიო დაფიქსირებულია 1982-1983, 1997-1998 და 2015-2016 წლებში. ყველა მათგანმა უდიდესი ზიანი მიაყენა ადამიანებსა და ველურ ბუნებას, გამოიწვია მარჯნის რიფებისა და წყლის სხვა არსებების მასობრივი დახოცვა.

ჯერ რთული სათქმელია, რა სირთულის პრობლემებს შექმნის წლევანდელი ელ-ნინიო, რომელიც სრულად, სავარაუდოდ, სექტემბერში ჩამოყალიბდება.