მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 28 ივლისი, 2026 | 02:17
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

„შეიძლება, გაცილებით ძლიერი და ბევრად უფრო საშიში იყოს“ – ნარკოლოგის საგანგებო მიმართვა

Prime Time 27 ივლისი, 2026 · 23:54 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას აფრთხილებს. მისი თქმით, საქართველოში გამოჩნდა ახალი ნივთიერება, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშია და მისი მიღება, ზოგიერთ შემთხვევაში, ფატალურ შედეგებსაც იწვევს.

„გაფრთხილება!
საქართველოში გამოჩნდა და ძალიან ინტენსიურად იყიდება ტელეგრამ არხებზე ახალი, ძალიან ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი („სპაისის“ ტიპის ნივთიერება). ასევე k2 სახელით იყიდება.
ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა. ასეთი ნივთიერებები შეიძლება გაცილებით ძლიერი და ბევრად უფრო საშიში იყოს. მათი გამოყენება დაკავშირებულია მძიმე ჯანმრთელობის რისკებთან.
შესაძლო შედეგებია:
• ძლიერი შფოთვა და პანიკა;
• ჰალუცინაციები და ფსიქოზი;
• აგრესია;
• კრუნჩხვები;
• გონების დაკარგვა;
• სუნთქვის გაძნელება;
• ზოგიერთ შემთხვევაში – სიკვდილიც.
ყველაზე საშიში ის არის, რომ მომხმარებელმა ხშირად არც კი იცის, რა ნივთიერებას იღებს, რადგან „სპაისის“ შემადგენლობა მუდმივად იცვლება. და ასევე ის დააქვთ სხვა სტიმულატორებზე მეფედრონზე ალფაზე და სხვა სტიმულატორებზე რაც კიდე უფრო ამძიმებს მდგომარეობას!
თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს ასეთი ნივთიერების მიღების შემდეგ დაეწყო უცნაური ქცევა, გონების დაბინდვა, კრუნჩხვა ან სუნთქვის პრობლემები – დაუყოვნებლივ გამოიძახეთ 112.
გთხოვთ, გააზიარეთ ეს ინფორმაცია. ერთი გაზიარებაც კი შეიძლება ვინმეს სიცოცხლის გადარჩენაში დაეხმაროს“, – წერს ზურა სიხარულიძე.