უკრაინული მედია – მოსკოვის ოლქში დრონებით იერიშის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

მოსკოვის ოლქში დრონებით იერიშის შემდეგ ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, მოსკოვის ოლქში, ქალაქ ჩეხოვში დრონებით თავდასხმა ქარხანა „ჰიდროსტალკონსტრუქციაზე“ განხორციელდა, რომელიც ჰიდრომექანიკურ მოწყობილობებს, ლითონის კონსტრუქციებსა და ენერგეტიკული ობიექტებისთვის პროდუქციას აწარმოებს.
ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
ასევე, „ტელეგრამ“ არხების ცნობით, დრონებით იერიშის შედეგად ხანძარი გაუჩნდა კოლედინოში მდებარე ლოგისტიკური კომპანია 3PL-ის საწყობს.
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ მოსკოვთან ახლოს 81 დრონი ჩამოაგდო.