კიეზამ “ლივერპულში” დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო

28 წლის გარემარბმა ფედერიკო კიეზამ „ლივერპულში“ დარჩენის და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად ბრძოლის გადაწყვეტილება მიიღო, – იტყობინება ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
კიეზას იტალიის ნაკრებში დასაბრუნებლად „ლივერპულის“ ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად თამაში სურს.
ფედერიკომ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 36 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გაკეთა, კლუბთან კი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
წყარო: Sportall.ge