ამჯერად 0:3 – “დილა” “აპოლონთან” კვიპროსშიც დამარცხდა
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „დილა“ სტუმრად „აპოლონთან“ 0:3 დამარცხდა, ორრაუნდიანი დაპირისპირება 0:7 წააგო და გათამაშებას გამოეთიშა.
ამ შეხვედრის წინ გორული გუნდის მწვრთნელმა ვავალისმა თქვა, რომ დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე იმუშავეს, მიზანი მაქსიმალურად კარგი შედეგის დაფიქსირება და საქართველოს საკლუბო რეიტინგისთვის მნიშვნელოვანი ქულების მოპოვება იყო. თუმცა, “დილამ” ისევ მარცხი განიცადა.
ლიმასოლი. „ალფამეგა“
აპოლონი – დილა 3:0
გოლები: 1:0 თომასი (22), 2:0 როდრიგესი (62), 3:0 ესკრიჩე (90+2)
დილა: კერესელიძე, კიკაბიძე, ეტოუ, იარბრო, სანიანგი, მენთეშაშვილი (ტალი 46), კობახიძე (გოგობერიშვილი 75), ანოფი (პოეკეტიე 84), ჯალაღონია, კანტე, ფარულავა (შეყილაძე 60)
წყარო: Sportall.ge