მთავარი კონტენტი
ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026 | 20:21
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვისა და შეიარაღებისთვის 3.47 მილიარდი ევროს ოდენობის ტრანში გამოუყო

IPN.ge 30 ივლისი, 2026 · 18:54 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

ევროკომისიამ უკრაინას თავდაცვისა და შეიარაღებისთვის 3.47 მილიარდი ევროს ოდენობის ტრანში გამოუყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

ევროკომისიამ უკრაინისთვის 3.47 მილიარდი ევროს გადარიცხვა 90 მილიარდი ევროს ოდენობის უკრაინის მხარდაჭერის სესხიდან დაიწყო.

გამოყოფილი თანხა შორ მანძილზე მოქმედი დრონების, რაკეტებისა და Gripen-ის ტიპის გამანადგურებლების დაფინანსებას მოხმარდება.

„ჩვენი 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პაკეტის ფარგლებში განხორციელებული გადარიცხვით, ჩვენ უკრაინას საკუთარი ხალხის დაცვაში ვეხმარებით. ასევე, ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიებს კიდევ უფრო ვაახლოებთ. დრონების შესახებ ჩვენი შეთანხმება ასე ხორციელდება“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.