თანამედროვე ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი – VoIP ტელეფონია

ბიზნესში არსებობს ერთი რესურსი, რომლის დაკარგვაც ყველაზე ძვირი შეიძლება დაჯდეს – მომხმარებელი. ხშირად კი მიზეზი ძალიან მარტივია: დაკავებული ნომერი, უპასუხო ზარი, დაგვიანებული რეაგირება ან არასწორ ოპერატორთან გადამისამართებული აბონენტი.
სწორედ ამიტომ, თანამედროვე კომპანიებისთვის სატელეფონო კომუნიკაცია და საოფისე ტელეფონი დიდი ხანია აღარ ნიშნავს მხოლოდ ზარის განხორციელებას. დღეს ის მომხმარებელთან ურთიერთობის, გაყიდვების, მომსახურებისა და შიდა პროცესების მართვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით კი VoIP (Voice over Internet Protocol) ტექნოლოგია ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გადაწყვეტაა.
საქართველოში ამ მიმართულებით ლიდერი კომპანიაა სითინეტი, რომელიც უკვე 15 წელია სატელეკომუნიკაციო ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და ბიზნესს თანამედროვე ტექნიკურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. კომპანიის გუნდი აერთიანებს პროფესიონალ დეველოპერებსა და ტექნიკურ სპეციალისტებს, რომლებიც მუდმივად მუშაობენ იმისთვის, რომ მომხმარებლის საჭიროებებს ტექნოლოგიურად გამართული, მოქნილი და პრაქტიკული გადაწყვეტილებებით უპასუხონ.
დღეს სითინეტის სატელეფონო VOIP სერვისი 450-ზე მეტი კორპორატიული მომხმარებლის არჩევანია. სხვადასხვა სფეროში მოქმედი კომპანიებისთვის მთავარი ღირებულება მხოლოდ სატელეფონო კავშირის უზრუნველყოფა აღარ არის – მათთვის მნიშვნელოვანია პროცესების მართვა, ავტომატიზაცია და სრული კონტროლი.
სითინეტის მრავალფუნქციური ბიზნესპორტალი სწორედ იმ პრინციპით არის შექმნილი, რომ კომპანიამ საკუთარი კომუნიკაციის მართვა ერთ სივრცეში შეძლოს.
ბიზნესპორტალის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ზარების დეტალური ანალიტიკაა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რამდენი ზარი შემოვიდა, რამდენი უპასუხოდ დარჩა, რა იყო ოპერატორების რეაგირების დრო, რომელი საათებია ყველაზე დატვირთული და როგორია თითოეული თანამშრომლის ეფექტიანობა. ასეთი მონაცემები ბიზნესს ეხმარება არა მხოლოდ მიმდინარე პროცესების შეფასებაში, არამედ მომხმარებლის მომსახურების მუდმივ გაუმჯობესებაშიც.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ინტერაქტიული ხმოვანი მენიუ (IVR), რომელიც შემოსულ ზარებს ავტომატურად ანაწილებს შესაბამის დეპარტამენტებში. მომხმარებელი სწრაფად უკავშირდება საჭირო განყოფილებას, ოპერატორები ნაკლებ დროს ხარჯავენ ზარების გადამისამართებაზე, ხოლო მომსახურების პროცესი გაცილებით სწრაფი და ორგანიზებული ხდება.
ბიზნესპორტალში ასევე ხელმისაწვდომია ოპერატორების რეალურ დროში მონიტორინგი, დეტალური რეპორტები, SMS სერვისი და კამპანიების მართვა, ზარების ისტორია, Call Back Widget-ის ადმინისტრირება და სხვა ფუნქციები, რომლებიც კომპანიებს ყოველდღიური კომუნიკაციის სრულ კონტროლს აძლევს.
სითინეტი მუდმივად მუშაობს იმაზე, რომ მომხმარებლისთვის სერვისების მართვა კიდევ უფრო მარტივი გახდეს. სწორედ ამ მიზნით კომპანიამ სრულად განაახლა საკუთარი ვებ-გვერდიც. ახალი თანამედროვე პლატფორმიდან შესაძლებელია ტექნიკური მხარდაჭერის მოთხოვნა, ინვოისების ნახვა, გადახდების განხორციელება, საჭირო დოკუმენტაციის მიღება და შესაბამის დეპარტამენტთან დაკავშირება – ყველაფერი ერთ სივრცეში, ზედმეტი სირთულეების გარეშე.
რაც შეეხება თავად VoIP ტექნოლოგიას, მისი მთავარი ღირებულება მხოლოდ კომუნიკაციის გამარტივება არ არის. სისტემა კომპანიებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა ქალაქში თუ ქვეყანაში მდებარე ოფისები და ფილიალები ერთი სატელეფონო ნომრის ქვეშ გააერთიანონ, მრავალარხიანი ნომრის საშუალებით არცერთი ზარი არ დაკარგონ, საჭიროების შემთხვევაში ზარები მობილურ მოწყობილობებზე გადაამისამართონ და თანამშრომლებს მისცენ შესაძლებლობა, ოფისის ნომრით ნებისმიერი ადგილიდან იმუშაონ. სწორედ ასეთი მოქნილობა ხდის VoIP-ს თანამედროვე ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ინსტრუმენტად.
NS