მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 22:18
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ბესარიონ ხარძიანის საქმეზე – ეს საქმე შეგვახსენებს, როგორი სისხლიანი იყო წინა რეჟიმი

IPN.ge 3 აგვისტო, 2026 · 20:37 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლოს მიერ გიორგი უდესიანისა და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნობა, შეგვახსენებს თუ როგორი სისხლიანი იყო „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი.

ირაკლი კობახიძის თქმით, გამოძიებით დადასტურდა, რომ ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის საქმეში ჩართულები იყვნენ „მაშინდელი რეჟიმის მაღალჩინოსნები“.

„ეს საქმე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, თუ როგორი სისხლიანი იყო, პირდაპირი გაგებით, წინა რეჟიმი, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი და ხარძიანის საქმე არის თვალსაჩინო მაგალითი, დაწყებული იქიდან, თუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, შემდეგ პატიმრობის დროს რა ხდებოდა და შემდეგ ამ ყველაფრის გაგრძელება.

ამ ყველაფერში მაშინდელი რეჟიმის მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართულები, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოძიებამ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს საქმე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, როგორი სისხლიანი იყო, პირდაპირი გაგებით, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო და მათ 10.6 -10.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.