მთავარი კონტენტი
ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026 | 19:33
სწრაფი სიახლე
სპორტი

კონფერენს ლიგის წილისყრა: “იბერია 1999”-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

SportMedia 3 აგვისტო, 2026 · 12:17 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. “იბერია 1999” ევროპა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის და მესამე რაუნდში “ლარნეს” დაუპირისპირდება.

 

იმ შემთხვევაში, თუ თბილისური გუნდი “ლარნესთან” დამარცხდება, “იბერია” კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც “ლინკოლნ რედ იმპსისა” და “ომონიას” შორის დამარცხებულს დაუპირისპირდება.

 

შეგახსენებთ, “იბერიასა” და “ლარნეს” პირველი შეხვედრა 4 აგვისტოს, ჩრდილოეთ ირლანდიაში, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

წყარო: Sportall.ge