დემენციის პრევენცია სმენასთან კავშირშია – რატომ არის სმენაზე ზრუნვა და ინტენსიური ვარჯიში თავსატეხებზე ეფექტური?

დემენციის პრევენციისთვის სპეციალისტები ხშირად სწორ კვებას, გონებრივ თავსატეხებსა და საკვებ დანამატებს გვირჩევენ – ანუ იმ ჩვევებს, რომლებიც პირდაპირ ტვინის გავარჯიშებისკენაა მიმართული.
თუმცა, ორმა უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ კოგნიტური დაქვეითების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური ბერკეტები შესაძლოა სულაც არ იყოს „ტვინის ჩვევები“. აღმოჩნდა, რომ სმენაზე ზრუნვასა და ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას გაცილებით ძლიერი მტკიცებულებები უმაგრებს ზურგს, ვიდრე ამას სტანდარტული, ყოველდღიური რჩევები გვკარნახობს.
სმენის აპარატები კოგნიტური დაქვეითების წინააღმდეგ
ყველაზე ნათელი მტკიცებულება 2023 წელს ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულმა რანდომიზებულმა კვლევამ (ACHIEVE trial) მოგვაწოდა, რომელსაც ფრენკ ლინი, ჯეიმს პაიკი, მერილინ ალბერტი და მათი კოლეგები ხელმძღვანელობდნენ.
მკვლევრებმა შემთხვევითობის პრინციპით დაყვეს 70-დან 84 წლამდე ასაკის 977 ზრდასრული პირი, რომლებსაც მსუბუქი ან საშუალო სირთულის, არანამკურნალები სმენის დაქვეითება აღენიშნებოდათ. ერთი ჯგუფი იღებდა სმენის თერაპიას (სმენის აპარატები და აუდიოლოგიური კონსულტაცია), ხოლო მეორე, საკონტროლო ჯგუფი — მხოლოდ საბაზისო სამედიცინო განათლებას. მონაწილეთა კოგნიტურ ფუნქციებზე დაკვირვება სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შედეგები:
იმ მონაწილეებში, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ მაღალი რისკის ჯგუფს (უკვე აღენიშნებოდათ ასაკობრივი კოგნიტური მოწყვლადობის ნიშნები), სმენის თერაპიამ კოგნიტური დაქვეითების ტემპი 48%-ით შეანელა საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.
ვინაიდან ეს იყო რანდომიზებული და არა უბრალოდ ობსერვაციული კვლევა, ის წარმოადგენს პირველ ძლიერ, მიზეზ-შედეგობრივ მტკიცებულებას, რომ ისეთი გავრცელებული და ხშირად უგულებელყოფილი პრობლემის მკურნალობას, როგორიც სმენის დაქვეითებაა, შეუძლია პირდაპირ დაიცვას ადამიანის კოგნიტური ფუნქციები.
ვარჯიშის ინტენსივობა და ალცჰაიმერის რისკი
მეორე კვლევა ცხადყოფს, რომ ფიზიკურ აქტივობას მსგავსი სიძლიერის, დოზა-დამოკიდებული ეფექტი აქვს.
2023 წელს ჟურნალ Ageing Research Reviews-ში გამოქვეყნებულ სისტემურ მიმოხილვასა და მეტა-ანალიზში (Xiaoqian Zhang და კოლეგები), მკვლევრებმა გააერთიანეს 29 პროსპექტული კოჰორტული კვლევის მონაცემები, რომლებიც საერთო ჯამში 2 მილიონზე მეტ მონაწილეს მოიცავდა.
კვლევამ აჩვენა, რომ ფიზიკური აქტივობა ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს საშუალოდ 28%-ით ამცირებს. თუმცა, ყველაზე საინტერესო კავშირი ვარჯიშის ინტენსივობაშია… სრულად