გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი ფერან ტორესი შეიძლება „ბარსელონადან“ პსჟ-ში გადავიდეს. თუმცა, არაა გამორიცხული ის „ბარსაში“ დარჩეს.
„რა უნდა გააკეთოს „ბარსელონამ“ შენს შესანარჩუნებლად?“ – დაუსვეს კითხვა ტორესს, რაზეც მოკლედ უპასუხა: „მაჩვენონ, რომ ვუყვარვარ! საჭიროა კონტრაქტზე მოლაპარაკება დაიწყონ. ბოლოს და ბოლოს ყველა საკითხი მოლაპარაკებით წყდება“.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გადამწყვეტი გოლის გატანის შემდეგ Transfermarkt-ის მიხედვით ფერანის ფასი 55 მილიონი ევროა. ტორესმა გასულ სეზონში „ბარსელონაში“ 49 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა, კლუბთან კი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
წყარო: Sportall.ge