“სენტ-ეტიენი” დავითაშვილის იტალიურ კლუბში გადასვლას აბრკოლებს – Geo Team-ი ინფორმაციას ავრცელებს

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „სენტ-ეტიენის“ 25 წლის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი „ატალანტაში“ გადასვლასთან ახლოსაა, მაგრამ Geo Team-ის ცნობით, ფრანგულმა კლუბი მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს:
„სენტ-ეტიენი არ აპირებს ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერზე წინადადების განხილვას 20 მილიონზე ნაკლებად. Geo Team-ის ინფორმაციით, იტალიურ „ატალანტას“ ამ დრომდე არ გაუკეთებია ოფიციალური წინადადება ქართველი შემტევის თაობაზე, თუმცა ბერგამოელები მზად არიან ზურიკოში 10-12 მილიონის გადასახდელად. ამ პირობებით „სენტ-ეტიენმა“ უკვე დაბლოკა „ბეშიქთაშის“ და „ოლიმპიაკოსის“ წინადადება და ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელში მინიმუმ 20 მილიონის მიღება სურს“.
დავითაშვილი „სენტ-ეტიენმა“ 2024 წელს „ბორდოსგან“ 6 მილიონად შეიძინა, ახლა კი transfermarkt-ის მიხედდვით მისი ფასი 12 მილიონია.
წყარო: Sportall.ge