მთავარი კონტენტი
შაბათი, 8 აგვისტო, 2026 | 01:10
სწრაფი სიახლე
სპორტი

VIDEO | ეროვნული ლიგა | “რუსთავმა” უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, “ტორპედომ” გვიან გაიღვიძა…

SportMedia 7 აგვისტო, 2026 · 18:42 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

პრაგმატულმა “რუსთავმა” 1:0 დაამარცხა “ტორპედო” და მინიმუმ ერთი კვირით იგდო ხელთ ლიდერობა, რადგან “იბერიასა” და “დილას” მატჩი ცნობილი მიზეზის გამო გადაიდო.

 

გია ცეცაძის გუნდმა თამაშის სწორი ორგანიზაციით და მიზანდასახულობით აჯობა მეტოქეს და დამსახურებულად აიღო 3 ქულა. “ტორპედომ” კი თამაშის მიწურულსღა გამოიდო თავი და ერთი მაგარი მომენტიც ჰქონდა, როცა “რუსთავი” მეკარემ იხსნა.

 

გაუგებარია, რას აკეთებდა “ტორპედო” მანამდე? მანამდე ფაქტობრივად არც დაურტყამს კარში. საერთოდ, ამ გუნდში ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც ახსნას ნაკლებად ექვემდებარება.  

 

მომდევნო ტურში (15 აგვისტო) ძალიან საინტერესო მატჩის თბილისის “დინამოსა” და “რუსთავს” შორის (19:00). იმავე დღეს “ტორპედო” “იბერიას” უმასპინძელებს (21:00).

 

 

რუსთავი-ტორპედო 1:0

 

გოლი: 1:0 დე ალმეიდა (12, პენალტით)

 

რუსთავი: ბერუაშვილი, კაპანაძე, ოლივეირა, ფაცაცია, ჩიქოვანი, უბილავა (ჯაფარიძე 90+3), კაკაშვილი, სეიხასი, კესი (ანდღულაძე 72), დე ალმეიდა (პარკაძე 87), ნაკანო (ჩხეიძე 72)

 

ტორპედო: გოშაძე, შულაია, ბუკია, ნადარაია, სტამატოვი (კოხრეიძე 84), მამუჩაშვილი, ითრაქი (დეისაძე 66), არაბიძე, პირესი, პენსონი (ლომინაძე 71), ანდრიჩი

 

არბიტრი: ჯენერი ხორავა

წყარო: Sportall.ge