“სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს” – განაცხადა “ლივერპულის” ყოფილმა მეკარემ

„ლივერპულისა“ და აშშ-ს ნაკრების ყოფილი მეკარე ბრედ ფრიდელი მიიჩნევს, რომ გიორგი მამარდაშვილთან კონკურენციის მიუხედავად, ალისონს შეუძლია გუნდში ძირითადი გოლკიპერის სტატუსი შეინარჩუნოს, ქართველს კი შანსის გამოსაყენებლად მოთმინება და მზადყოფნა სჭირდება.
„ალისონი პირველი ნომერია და დაიმსახურა იყოს ძირითადი მეკარე. ამ წლების მანძილზე მან თავისი უმაღლესი დონე დაამტკიცა და თუ 100%-ით ჯანმრთელი იქნება, სეზონს ძირითადი მეკარის რანგში დაიწყებს. სეზონი გრძელია, ბევრი მატჩებია, ასე რომ, მამარდაშვილი ნამდვილად მიიღებს საკმაო სათამაშო დროს, მაგრამ მე სიტუაციას იანვარში შევაფასებდი. თუ ალისონი ფორმას შეინარჩუნებს და კარგად ითამაშებს, მაშინ მასთან კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გაგრძელებას განვიხილავდი.
თუმცა, თუ ეს არ მოხდა, ამ შემთხვევაში „ლივერპულს“ რთული გადაწყვეტილების მიღება დასჭირდება. კლუბს ახალი მაღალი კლასის მეკარის შეძენის ვარიანტების განხილვა მოუწევს. ან ალისონი იქნება პირველი მეკარე, ან მამარდაშვილს ამ პოზიციის დაკავების შანს მისცემს. ისინი იმუშავებენ როგორც გუნდი, რადგან კლუბისთვის საუკეთესო უნდათ. მამარდაშვილმა იცის, რომ ალისონი ძირითადი მეკარეა, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში „ლივერპულში“ წარმოუდგენლად კარგია.
როგორც მეორე ნომერს, მამარდაშვილს პირველივე შესაძლებლობისას შანსის გამოსაყენებლად მზადყოფნა მართებს. მოთმინება სჭირდება, რამეთუ 100%-ით მიიღებს სათამაშო დროით თავის წარმოჩენის საშუალებას, რათა დაამტკიცოს, რომ ღირსია პირველი ნომერი იყოს. რაც შეეხება ალისონს, მთავარია მწყობრში იმყოფებოდეს, ჯანმრთელად იყოს და იმავე დონეზე იასპარეზოს, რისი უნარიც გააჩნია “, – ციტირებს ფრიდელს „დეილი სტარი“.
გამოცემა წერს, რომ ძირითადი მეკარის შერჩევისას მწვრთნელი ანდონი ირაოლა სერიოზული დილემის წინაშე დგას.
წყარო: Sportall.ge