მთავარი კონტენტი
შაბათი, 8 აგვისტო, 2026 | 20:18
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

„სამწუხაროდ, სასწაული ვერ მოხდა… ელენიკო თავის პატარა ლაზარესთან ერთად განისვენებს“ – ხობში ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს გლოვობენ

Prime Time 8 აგვისტო, 2026 · 17:54 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატაში, მდინარე ხობის‐ წყალში, მაშველებმა ორდღიანი უწყვეტი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, 32 წლის ქალის ცხედარი 7 აგვისტოს იპოვეს. სოციალურ ქსელში დაღუპულების ახლობელი ემოციურ პოსტს წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს ჩვენს ოჯახს, აღარ გვყავს ჩვენი უძვირფასესი ელენიკო და ლაზარე. მინდა გადავუხადო ყველაზე გულწრფელი მადლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს. იმ უმძიმესი დღისა და ღამის განმავლობაში, როდესაც ელენიკო სახეიშვილს დაუღალავად ეძებდით, ბოლომდე არ დაგიკარგავთ იმედი და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეთ. სამწუხაროდ, სასწაული ვერ მოხდა…

დღეს ელენიკო თავის პატარა ლაზარესთან ერთად განისვენებს. გმადლობთ თქვენი პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისთვის, ადამიანურობისა და იმ ღირსეული შრომისთვის, რომელსაც ყველაზე მძიმე წუთებშიც კი ასრულებთ. ვუსამძიმრებთ ელენიკოსა და ლაზარეს ოჯახს, ახლობლებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს ტრაგედია გულთან ახლოს მიაქვს, ვინც გვერდით გვედგა ეს დღეები. უფალმა დაუმკვიდროთ ცათა სასუფეველში ჩვენს ანგელოზებს!“, – წერს კუსა გულუა.