მთავარი კონტენტი
კვირა, 9 აგვისტო, 2026 | 13:01
სწრაფი სიახლე
სპორტი

“ტოტენჰემის” კაპიტანმა “არსენალში” გადასვლის სურვილი გამოთქვა

SportMedia 9 აგვისტო, 2026 · 06:03 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

თითქმის გადაწყვეტილია, რომ “ტოტენჰემის” კაპიტანი კრისტიან რომერო კარიერას მალე ახალ კლუბში გააგრძელებს.

 

ფაბრიციო რომანოს ცნობით, “დეზებმა” “ატლეტიკოსთან” მოთამაშის თაობაზე სრულ შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ მადრიდულ კლუბში გადასვლას თავად არგენტინელი ფეხბურთელი აჭიანურებს, ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ 28 წლის მცველს კარიერის “არსენალში” გაგრძელება სურს.

 

“მეთოფეების” ყველაზე სანდო ინსაიდერის, HandofArsenal-ის ცნობით, რომერომ მიკელ არტეტას ასისტენტს, მის თანამემამულე გაბრიელ ჰაინცეს დაურეკა და მტრის ბანაკში გადასვლის მზადყოფნა გამოთქვა. ამავე ინფორმაციას ადასტურებს “ტოტენჰემთან” დაახლოებული ჟურნალისტი პოლ ო’კიფიც.

 

“ტოტენჰემს” “არსენალმაც” მიმართა, თუმცა “დეზებს” ამ დრომდე მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ “მეთოფეებთან” მოლაპარაკებები არ აწარმოონ.

 

თუკი რომერო “ატლეტიკოს” შეუერთდება, ლონდონელები მის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს მიიღებენ.

წყარო: Sportall.ge