როგორ ზრდიდა ფეხბურთელების თანხას – ნეიმარის ყოფილმა აგენტმა სქემა გაამხილა

ნეიმარის ყოფილმა აგენტმა ვაგნერ რიბეირომ Globo-სთან საუბარში გაამხილა, თუ როგორ ახერხებდა ბრაზილიელი ფეხბურთელების უფრო მაღალ თანხად გაყიდვას.
მისი თქმით, ის ზოგჯერ განზრახ ავრცელებდა ინფორმაციას კონკრეტული ფეხბურთელის მიმართ დიდი კლუბების სავარაუდო ინტერესის შესახებ, მაშინაც კი, თუ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
მან მაგალითად “რეალი” მოიყვანა და აღნიშნა, რომ მადრიდელთა ინტერესის გამოცხადებას შეეძლო სხვა ევროპული კლუბები ეძულებინა, ფეხბურთელისთვის უფრო აქტიურად ებრძოლათ.
როგორც მან განაცხადა, რომ ეს სტრატეგია არა მხოლოდ ტრანსფერების, არამედ ახალი კონტრაქტების მოლაპარაკებების დროსაც დაეხმარა.
წყარო: Sportall.ge