მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 01:27
სწრაფი სიახლე
სპორტი

“სპორტინგი” ქოჩორაშვილის “სევილიაში” გადასვლას აფერხებს – რა ხდება ტრანსფერთან დაკავშირებით?

SportMedia 10 აგვისტო, 2026 · 18:29 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ლა ლიგის დაწყებამდე ხუთი დღით ადრე „სევილია“ „სპორტინგის“ ნახევარმცველის გიორგი ქოჩორაშვილის დამატებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

 

ესპანური გამოცემები იტყობინებოდნენ, რომ ქოჩორაშვილის ტრანსფერის განხორციელებას წინ აღარაფერი ედგა, მაგრამ ElDesmarque-ს ცნობით, ლისაბონური კლუბი სიტუაციას ართულებს.

 

ქართველს „სპორტინგში“ თავის გამოჩენის საშუალება ნაკლებად მიეცა, გუნდის გეგმებში არ შედის, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ამ მომენტისთვის ვერ შედგა. თავად გიორგის „სევილიაში“ გადასვლის სურვილი აქვს, მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობდა, პრობლემა კი პორტუგალიელთა ფინანსური მოთხოვნები და პირობები გახდა.

 

„სპორტინგს“ უნდა ქოჩორაშვილი იჯარით და შემდგომში სავალდებულო გამოსყიდვის უფლებით გაუშვას და სწორედ ამ საკითხში წარმოიშვა უთანხმოება. მოლაპარაკებები გრძელდება და იმედი ვიქონიოთ, რომ წარმატებით დასრულდება.

წყარო: Sportall.ge