მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 02:55
სწრაფი სიახლე
ეკონომიკა

დაბნელების, შედეგებისა და დიდი ცვლილებების კვირა – მნიშვნელოვანი დღეები და მოვლენები

Prime Time 11 აგვისტო, 2026 · 00:42 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 7

ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი ამ კვირის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ წერს. 

„10–16 აგვისტო: დაბნელების, შედეგებისა და დიდი ცვლილებების კვირა

ამ კვირაში შესაძლოა გამოვლინდეს ივლისის ბოლოს დაწყებული საქმეების შედეგები: განცხადებებზე პასუხები, ხელმოწერილი დოკუმენტები, დასრულებული გარიგებები, ფინანსური შედეგები და ახალი პროექტების პირველი ნაყოფი.

კვირის მთავარი მოვლენა — 12 აგვისტოს მზის სრული დაბნელება ლომის ნიშანში

ასტროლოგიურ ტრადიციაში ეს მოვლენა უკავშირდება თვითრეალიზაციას, ავტორიტეტს, შემოქმედებითობას, პირად იმიჯსა და საკუთარი თავის გამოჩენის უფლებას.

რაც დამალული იყო, შესაძლოა აშკარა გახდეს, ხოლო ის, რაც მხოლოდ ლამაზ გარეგნულ სურათზე იდგა, რეალობის გამოცდას გაივლის.

კვირის მთავარი წესი:

არ მიიღოთ შეუქცევადი გადაწყვეტილებები შიშის, ბრაზის ან ზედმეტი აღფრთოვანების პიკზე. მიეცით საკუთარ თავს მინიმუმ 48 საათი, გადაამოწმეთ ფაქტები და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ.

მნიშვნელოვანი დღეები:

10–11 აგვისტო — გრძნობები შეიძლება ლოგიკას შეეჯახოს. ნუ გადაიტანთ ძველ წყენას ახალ ურთიერთობებში და ლამაზ დაპირებებს მზა შედეგად ნუ ჩათვლით.

11 აგვისტო — მარსი კირჩხიბში გადადის. საკუთარი თავისა და ახლობლების დაცვის სურვილი განსაკუთრებით გაძლიერდება. სანამ მკვეთრ პასუხს გასცემთ, შეაჩერეთ თავი ერთი წუთით — ყველა საუბარი „მებრძოლი კიბორჩხალას“ რეჟიმს არ საჭიროებს.

12 აგვისტო — მზის დაბნელება

დააკვირდით, რა სრულდება, რა სიმართლე ხდება ხილული და საით მიემართება თქვენი ყურადღება. ხიდების დაწვას ნუ იჩქარებთ — მაქსიმუმ, სანთელი აანთეთ და ისიც მხოლოდ უსაფრთხოდ, მეთვალყურეობის ქვეშ.

13 აგვისტო — უფრო მარტივი ხდება შეთანხმება, შერიგება, საკუთარი აზრების ჩამოყალიბება და საჭირო სიტყვების პოვნა.

15–16 აგვისტო — მერკური და იუპიტერი აძლიერებენ იდეებს, მოლაპარაკებებსა და ხმამაღალ დაპირებებს. თუ უფროსი ხელფასის მატებას, შვებულებას ან ნაკლებ სამუშაოს დაგპირდებათ — გაიღიმეთ და სთხოვეთ, ეს ყველაფერი წერილობით დააფიქსიროს.

პრაქტიკული გეგმა ამ კვირისთვის:

გადაამოწმეთ ივლისის ბოლოს შეტანილი განცხადებები და დოკუმენტები;

ჩაიწერეთ შეთანხმებები, თანხები და ვადები;

დაიცავით ხანძარსაწინააღმდეგო და ელექტროუსაფრთხოების წესები;

ანთებული სანთელი უყურადღებოდ არ დატოვოთ;

აქტიურობა შეუთავსეთ სრულფასოვან დასვენებას;

უჩვეულო სიმპტომების გაჩენას დაბნელებას ნუ მიაწერთ — საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

2026 წლის დაბნელება საროსის იმავე სერიას მიეკუთვნება, რომელსაც 2008 წლის 1 აგვისტოს დაბნელებაც ეკუთვნოდა.

შეგიძლიათ გაიხსენოთ, რა თემები შემოვიდა მაშინ თქვენს ცხოვრებაში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მოვლენები პირდაპირ განმეორდება — სამყარო მაინც არც ისე ზარმაცი სცენარისტია“,- წერს თამუნა იოსელიანი.