მთავარი კონტენტი
სამშაბათი, 11 აგვისტო, 2026 | 03:25
სწრაფი სიახლე
კულტურა

„გარდაცვლილი ლიკა ქავჟარაძე პირველმა მე ვნახე… რა გიყვარსო, ბორში მეთქი… ბორში ცოტა მიმწვარი იყო, ჩემთვის უნდა დაეხვედრებინა“ – ზაზა კოლელიშვილი

Prime Time 11 აგვისტო, 2026 · 00:49 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 6

2017 წლის 11 ოქტომბერს სამწუხარო ამბავმა მთელი ქვეყანა შეძრა – ლიკა 57 წლის იყო… ის ახლობლებმა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 

ტრაგიკულ დღეს მსახიობი ზაზა კოლელიშვილი იხსენებს, რომელიც ლიკასთან სტუმრად უნდა მოსულიყო.

„ბოლო სამი თვე განუწყვეტელი კავშირი გვქონდა. მივდიოდი, ნათიამ იცოდა, რომ ლიკასთან მივდიოდი, იქ საკმაოდ დიდხანს დავყოფდი ხოლმე, ვლაპარაკობდით… ვერ მოესწრო, ლიკას გავუკეთეთ მერე მისი ნახატების გამოფენა. გარდაცვლილიც პირველმა მე ვნახე… ბორშს აკეთებდა, მე უნდა მივსულიყავი…

„ნატვრის ხის“ პერიოდში ჩვენ ხომ ბავშვები ვიყავით და ისეთი ურთიერთობა არ იყო… აქ – იყო. ლიკამ შეაფარა თითქოს ჩემს ჩრდილს თავი… ერთ დღეს დამირეკა, ზაზუშ, მოდი რა ჩემთან… ეგრევე მივვარდი, რა გინდა-მეთქი? მოდი, დავლიოთო… მერე მე ვუთხარი, მივხედოთ ახლა საქმეს, რა გიჭირს… რაღაცა პრობლემა იყო, გავაკეთეთ…

მერე მითხრა, მოდი რა, ნათიას უთხარიო (ზაზა კოლელიშვილის მეუღლე), რომ სცენარი დაწეროსო და ფილმი გავაქართულოთო, „როუზების ოჯახი“. მე უნდა გადამეღო და მე და ლიკას უნდა გვეთამაშა. ნათია დაგვთანხმდა…

მერე ოთხშაბათობით მიღება მქონდა ხოლმე, მაშინ საკრებულოში ვიყავი. ჩემი უფროსი გოგო მახლდა, ნინო. გავიარეთ და შენ-მეთქი ადი ნათიასთან, მე აქ ჩამოვალ, ლიკასთან-მეთქი… აუ, მამა, აზრი არა აქვს ახლა დამალვასო… თურმე იცის, დარეკეს… ლიკა აღარ არისო…

ეს რომ მითხრა, თითქოს თავში რაღაც დამარტყეს… ავვარდი და პოლიციელები ამტვრევდნენ კარებს… გავაღეთ, გურამიც იქ იყო, ლიკას ბიძაშვილი, და შევედით… როგორ იწვა… ბორში ცოტა მიმწვარი იყო, ეტყობა, ბორშს აკეთებდა… რა გიყვარსო, მკითხა და ბორში მიყვარს-მეთქი… ჰოდა, ჩემთვის უნდა დაეხვედრებინა… და წამალს სვამდა გასახდომს რაღაცას, და ის წამალი ედო, და გულის… მოკლედ, ასეთი ამბავი იყო…“, – გაიხსენა ზაზა კოლელიშვილმა ზაკ მირიანაშვილის გადაცემაში „შანტრაპა“.