„გემუდარები, შემიბრალე, გამოჩნდი და დამაჯერე, რომ სასწაულები ხდება… !“ – ბათუმში გაუჩინარებული ალექსანდრე მიქელაძის დედის მიმართვა

ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს.
„გემუდარები, შემიბრალე, გამოჩნდი და დამაჯერე, რომ სასწაულები ხდება უშენოდ არაფერი მიხარია, დეე!!!“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი წერს.
ცნობისთვის,ალექსანდრე მიქელაძე 6 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.
არსებული ინფორმაციით, ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს.