მთავარი კონტენტი
Monday, 13 July, 2026 | 01:19
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

„აგვისტოში ტემპერატურა +40, +42 გრადუსი დაფიქსირდება” – ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

Prime Time July 13, 2026 12:16 am ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

საქართველოში ზაფხულის მეორე ნახევარი, მზიანი და ცხელი იქნება. ამის შესახებ მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე აცხადებს.

მისი პროგნოზით, 20 ივლისიდან ქვეყნის უმეტეს ნაწილში ამინდი დასტაბილურდება, მოიმატებს მზიანი დღეების რაოდენობა, ხოლო აგვისტოში ტემპერატურა სეზონის პიკს მიაღწევს.

„20 ივლისიდან ქვეყანა შუქითა და სითბოთი აივსება – დღეები გახდება ძირითადად მზიანი, ხოლო აგვისტოში ტემპერატურა მიაღწევს თავის პიკს. ცალკეულ რეგიონებში +40 გრადუსიც დაფიქსირდება, მაღალი სიმშრალის ფონზე“, – წერს მეტეოროლოგი.

მისივე განმარტებით, +40, +42 გრადუსი საქართველოსთვის უჩვეულო მოვლენა არ არის და მსგავსი ტემპერატურა ქვეყნის ზაფხულისთვის არაერთხელ დაფიქსირებულა.

 „იყავით მშვიდად, დატკბით ზაფხულის მშვენიერებით – ეს არის დრო, როცა ბუნება თავისი ძალითა და სითბოთი გვავსებს და ყოველი მზიანი დღე გვახსენებს, რომ ზაფხული ყოველთვის განსაკუთრებული დღესასწაულია“, – წერს კობა ფარტენაძე.