საქართველოს U20 ნაკრებმა ლუქსემბურგთანაც წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში (GOPASS Arena), ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა მორიგი მძიმე შეხვედრა ჩაატარა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა B ჯგუფის მესამე ტურის მატჩი ლუქსემბურგთან 61:77 წააგო და პლეი-ოფში (მეოთხედფინალში) გასვლის თეორიული შანსიც საბოლოოდ დაკარგა.
ტურნირის ფორმატის თანახმად, ჯგუფური ეტაპიდან მეოთხედფინალურ საგზურს მხოლოდ 2 საუკეთესო ეუფლება. 3 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ საქართველოს U20 ნაკრების ანგარიშზე 3 მარცხია:
ლუქსემბურგი — 2 თამაში, 2 მოგება (4 ქულა)
შვეიცარია — 3 თამაში, 1 მოგება, 2 მარცხი (4 ქულა)უკრაინა — 2 თამაში, 2 მოგება (4 ქულა)
ესტონეთი — 2 თამაში, 1 მოგება, 1 მარცხი (3 ქულა)
საქართველო — 3 თამაში, 0 მოგება, 3 მარცხი (3 ქულა)
ვინაიდან ჯგუფის ლიდერებს (ლუქსემბურგსა და უკრაინას) უკვე 2-2 მოგება აქვთ და ურთიერთშეხვედრებშიც უპირატესობა მათ მხარესაა, საქართველოს ნაკრებს საუკეთესო ორეულში მოხვედრის შანსი აღარ აქვს.
თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ (24:24), საქართველოს ნაკრებს შეტევაში სერიოზული პრობლემები შეექმნა. მეორე და მესამე პერიოდებში ჩვენმა გუნდმა ჯამში მხოლოდ 20 ქულის დაგროვება შეძლო (8:13, 12:22), რამაც თამაშის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტა.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი ნიკოლოზ აბულაძე იყო 17 ქულით, 6 მოხსნითა და 4 პასით. ამირანი აროშიძემ 12 ქულა დააგროვა, გიორგი დოხნაძემ ორმაგი დუბლი შეასრულა (10 ქულა, 11 მოხსნა), ხოლო სულხან საბა შარაშიძის ანგარიშზე 10 ქულაა.
ლუქსემბურგელთა შემადგენლობაში საუკეთესო მაქს იუნგერსი გახლდათ, რომელმაც 32 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა, ხოლო დორიან გროსბერმა შეხვედრა 13 ქულითა და 14 მოხსნით დაასრულა.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ესტონეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.
GBF.GE
წყარო: Sportall.ge