მთავარი კონტენტი
Monday, 13 July, 2026 | 03:52
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

ფილარმონიიდან პარლამენტისკენ ,,უკრაინის ქართველი გმირების მარში” მოეწყო, შემდეგ კი პარლამენტთან აქცია გაიმართა

IPN.ge July 13, 2026 2:31 am ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

ფილარმონიიდან პარლამენტისკენ ,,უკრაინის ქართველი გმირების მარში” მოეწყო, რის შემდეგაც პარლამენტთან აქცია გაიმართა.

შაბათის ტრადიციული მარში დღეს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვმას მიეძღვნა.

მსვლელობის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი ჰქონდათ საქართველოს და უკრაინის დროშები, ასევე ბანერები წარწერით: “დიდება გმირებს”; “ქვეყნის სიცოცხლე გმირებს ეკუთვნის”.

მოქალაქეები მარშით პარლამენტთან მივიდნენ, სადაც აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდნენ.

მათ პარლამენტის წინ სიმბოლურად, სანთლებით გააკეთეს წარწერა ,,დიდება გმირებს”.

ფოტო: Mo Se