როგორ გავაგრილოთ სახლი სიცხეში – ბიუჯეტური ხერხი, რომელსაც პარიზში იყენებენ

როდესაც გარეთ ტემპერატურა სწრაფად იმატებს, სულაც არ არის აუცილებელი ფულის დახარჯვა ძვირად ღირებულ გამაგრილებელ საშუალებებზე. პარიზში პოპულარობა მოიპოვა ალუმინის ფოლგის გამოყენების მარტივმა ხერხმა, რომელიც ბინას სიცხისგან დაცვაში გვეხმარება – წერს გამოცემა hovege.hu.
ბინების უმეტესობა სწორედ ფანჯრების მეშვეობით თბება. თუ მზის გამოსხივების ნაწილის არეკვლას მანამ შევძლებთ, სანამ ის მინას მიაღწევს, შენობაში ტემპერატურა ბევრად უფრო ნელა აიწევს.
ალუმინის ფოლგა ჰაერს კი არ აგრილებს, არამედ მხოლოდ ამცირებს შიგნით შეღწეული სითბოს რაოდენობას, რის გამოც ის განსაკუთრებით სასარგებლოა მზიანი მხარეს, კერძოდ, სამხრეთით ან დასავლეთით გამავალი ფანჯრებისთვის. ფოლგის დამაგრება ძალიან მარტივია და ამისთვის წებოც კი არ არის საჭირო. ფანჯრის გარე ზედაპირზე მსუბუქად უნდა შეასხუროთ წყალი, შემდეგ კი მასზე ფოლგა მიადოთ და გაასწოროთ.
წყლის თხელი ფენა მას დროებით შეაკავებს, ხოლო ცხელი პერიოდის დასრულების შემდეგ მასალის მოხსნა ძალიან მარტივად იქნება შესაძლებელი. ფოლგის ფანჯრის გარე მხრიდან განთავსება კიდევ უფრო ეფექტურია, რადგან მზის სხივები მანამ აირეკლება, სანამ მინის გათბობას მოასწრებს.