მთავარი კონტენტი
Monday, 13 July, 2026 | 03:55
სწრაფი სიახლე
სპორტი

“ინგლისის ნაკრები იგივეა, გონჯ ქალიშვილს რომ უთხრა – “შესანიშნავი ხარ” – ამერიკელი საფეხბურთო მიმომხილველი

SportMedia July 12, 2026 8:30 pm ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

აშშ-ს ნაკრებისა და „ლიდსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა მაიკ გრელამ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე საფეხბურთო მიმომხილველად მუშაობს, ინგლისის ეროვნული გუნდი გააკრიტიკა.

 

„კარგი სიახლე ისაა, რომ ორი მატჩი დაგრჩათ – ნახევარფინალი და ფინალი და 1966 წლის შემდეგ მართლაც შეგიძლიათ ოქროს მედლები მოიგოთ. ცუდი სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ ძლიან ცუდად თამაშობთ ფეხბურთს.

 

ბურთს ცუდად ფლობთ, გადასვლით ფაზებში ცუდად მოქმედებთ, ხაზებს შორის უზარმაზარ თავისუფალ სივრცეებს ტოვებთ. ინგლისური სტანდარტებით ეს ძალიან სუსტი ასპარეზობაა. ყველაზე გასაკვირი ისაა, რამდენადაც ცუდად თამაშობთ, მაინც ახერხებთ გამარჯვების მოპოვებას.

 

ეს იგივეა, მსოფლიოში ყველაზე გონჯი ქალიშვილი რომ გყავდეთ და უთხრათ: „შენ შესანიშნავი ხარ“, – თქვა გრელამ CBS Sports-ის ეთერში.

 

15 ივლისს, ნახევარფინალში ინგლისი არგენტინას დაუპირისპირდება.

წყარო: Sportall.ge