მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 03:19
სწრაფი სიახლე
სპორტი

ვიტინია: “ოქროს ბურთი” პსჟ-ს სამი ფეხბურთელიდან ერთ-ერთმა უნდა მოიგოს

SportMedia 11 აგვისტო, 2026 · 19:49 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 4

„ასტონ ვილასთან“ ევროპის სუპერთასის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, პსჟ-ს ნახევარმცველმა ვიტინიამ განაცხადა, რომ „ოქროს ბურთი“ მისი სამი თანაგუნდელიდან ერთ-ერთმა უნდა მოიგოს.

 

„ბევრი კარგი ფეხბურთელია, რომელთაც პრიზის მოპოვება შეუძლიათ. ჩემი აზრით, კანონზომიერი იქნება, თუ გამარჯვებული პსჟ-ს მოთამაშე გახდება: მაგალითად, „კვარა“ ჩემპიონთა ლიგაზე თავისი სეზონის შემდეგ, უსმან დემბელე შესანიშნავი სეზონის მერე, ან ფაბიან რუისი, რომელმაც ყველაფერი მოიგო. თუმცა, არიან სხვა პრეტენდენტები – ჰარი კეინი ან კილიან მბაპე. მე ხმას პარიზელებს მივცემდი“.

 

პსჟ-სა და „ასტონ ვილას“ მატჩი ზალცბურგის „რედ ბულზე“ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

წყარო: Sportall.ge