ქართველების გარეშე – “შტურმი” “ფენერბაჰჩესთან” ისევ დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „შტურმი“ სახლში „ფენერბაჰჩესთან“ 0:1 დამარცხდა და ორრაუნდიანი დაპირისპირება 0:3 დათმო.
„შტურმის“ გულშემატკივრებს შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედი ჰქონდათ, 16 364-იან სტადიონზე გუნდის მხარდასაჭერად 15 599 მაყურებელი მივიდა, მაგრამ გრაცელებმა კვლავ მარცხი განიცადეს და ახლა ევროპა ლიგაზე გადაერთვებიან.
მასპინძელთა გუნდში ოთარ კიტეიშვილმა ტრავმის გამო ისევ ვერ ითამაშა, გიზო მამაგეიშვილი კი სათადარიგო იყო.
გრაცი. „მერკურ არენა“
შტურმი – ფენერბაჰჩე 0:1
გოლი: ტალისკა (66, პენ)
წყარო: Sportall.ge