მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 03:03
სწრაფი სიახლე
სპორტი

“ლუის ენრიკე “კვარასავითაა” – მარკინიოსი ქართველს აქებს

SportMedia 11 აგვისტო, 2026 · 20:24 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 2

დღეს ევროპის სუპერთასზე პსჟ „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ კომენტარი პარიზული გუნდის კაპიტანმა მარკინიოსმა გააკეთა:

 

„წინასასეზონო პერიოდში „კვარა“ თავს მართლაც შესანიშნავად გრძნობს, ეს შეგიძლიათ თავადაც ნახოთ. მას მოსამზადებლად დრო ჰქონდა. ბოლო ვარჯიშებზე მის წინააღმდეგ თამაში მომიწია, რაც ძალიან რთული იყო. თუმცა, არ შეიძლება მხოლოდ ერთ ფეხბურთელს დავეყრდნოთ, ჩვენ ყველაზე ვამყარებთ იმედებს. ვიცით, „კვარას“ სიტუაციის შეცვლა შეუძლია, მაგრამ ყველას თავისი როლი გააჩნია. ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა და იმედი გვაქვს, ეს სეზონიც ისეთივე ექნება. 

 

ლუის ენრიკე? ის „კვარასავითაა“, ენერგიულია! მწვრთნელია, რომელსაც პირველივე დღიდან მიაქვს თავისი იდეები ფეხბურთელებთან. მისი გზავნილები ძალიან ამბიციური და მკაფიოა. ესმის, შესაძლოა, ჩვენმა გუნდმა თავიდანვე საუკეთესოდ ვერ იასპარეზოს, მაგრამ მოვუმატებთ“.

წყარო: Sportall.ge