მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 22:29
სწრაფი სიახლე
პოლიტიკა

პრემიერი – ევროკავშირის დოკუმენტში, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ექსპერტებმა შეიტანეს ერთობლივი ინტერესების პროექტების ნუსხაში, სადაც ექსპერტული კომპონენტია ჩართული, იქ ყველა აცნობიერებს, რომ საქართველოს გარეშე ასეთი კავშირები ვერ დამყარდება

IPN.ge 12 აგვისტო, 2026 · 19:32 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 9

როდესაც ექსპერტულად მომზადდა ევროკავშირის დოკუმენტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ექსპერტებმა შეიტანეს ერთობლივი ინტერესების პროექტების ნუსხაში, სადაც ექსპერტული კომპონენტია ჩართული, იქ რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს, რომ საქართველოს გარეშე ასეთი კავშირები ვერ დამყარდება და გამყარდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული კავშირების, მათ შორის, დაკავშირებადობის კუთხით სტრატეგიული კავშირების კიდევ უფრო მეტად განმტკიცება და ხელისუფლება ამისათვის ყველაფერს აკეთებს.

„როდესაც ექსპერტულად მომზადდა ევროკავშირის დოკუმენტი, მათ შორის, ელექტროენერგიის ტრანზიტთან და წყალქვეშა კაბელის პროექტებთან დაკავშირებით, ექსპერტებმა შეიტანეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელიც არის ელექტროენერგიისა და ასევე ციფრული კაბელი, ერთობლივი ინტერესების პროექტების ნუსხაში, სადაც ექსპერტული კომპონენტია ჩართული, იქ რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს, რომ საქართველოს გარეშე ასეთი კავშირები ვერ დამყარდება და გამყარდება. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ პრაგმატული მოსაზრებები გადაწონის. რა თქმა უნდა, რასაც ბატონი ალიევი ბრძანებს, ეს ასეა. პრინციპულად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული კავშირების, მათ შორის, დაკავშირებადობის კუთხით სტრატეგიული კავშირების კიდევ უფრო მეტად განმტკიცება და ჩვენ ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ და ყველაფერს გავაკეთებთ. გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა აზერბაიჯანთან, ასევე თურქეთთან და, რა თქმა უნდა, ამაზე აქტიურად გაგრძელდება მუშაობა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.