მთავარი კონტენტი
ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026 | 22:30
სწრაფი სიახლე
სპორტი

ლორიას შეცვლის – თბილისის “დინამომ” ბრაზილიელი მეკარე დაიმატა

SportMedia 12 აგვისტო, 2026 · 14:30 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 3

მას შემდეგ, რაც თბილისის „დინამოს“ მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ვეტერან მეკარეს, გიორგი ლორიას უნდობლობა გამოუცხადა, თავისუფალ აგენტად მყოფი ბრაზილიელი ლუკას ფლორესი დაიმატა.

 

„დინამოში“ ბრაზილიელი გოლკიპერი ითამაშებს. ჩვენს კლუბს ლუკას ფლორესი შეუერთდა. ფლორესი ბრაზილიური „ინტერნასიონალის“ აღზრდილია, თამაშობდა პორტუგალიურ „რიუ ავეში“ და კვიპროსულ „ეთნიკოსში“. 24 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა“, – წერს კლუბის პრესსამსახური,

 

ლუკას ფლორესის სიმაღლე 196 სანტიმეტრია, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 325 ათასი ევროა.

წყარო: Sportall.ge