მთავარი კონტენტი
კვირა, 16 აგვისტო, 2026 | 03:16
სწრაფი სიახლე
საზოგადოება

ჰალეის კომეტა ბრუნდება! – როგორია ასტრონომების პროგნოზი

Prime Time 16 აგვისტო, 2026 · 00:30 ⏱ 1 წთ. წასაკითხი 👁 12

ჰალეის კომეტა კვლავ მზის სისტემის შიდა ნაწილისკენ მიემართება. 2061 წლის 28 ივლისს ის მიაღწევს პერიჰელიუმს, მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე წერტილს.  მრავალი ადამიანისთვის 2061 წელი ცნობილი კომეტის ნახვის ერთადერთი რეალური შესაძლებლობა გახდება, – წერს Space Daily.

თუმცა 28 ივლისი ერთადერთი დღე არ არის, როდესაც მასზე დაკვირვება იქნება შესაძლებელი. მზესთან დაახლოებასთან ერთად, მისი სითბო აიძულებს კომეტას, უფრო აქტიურად გამოყოს გაზი და მტვერი. ბირთვის ირგვლივ ჩამოყალიბდება კომა, ხოლო შემდეგ გაჩნდება დამახასიათებელი კუდები. ამიტომ დაკვირვების პერიოდი მნიშვნელოვნად უფრო ხანგრძლივ დროზე გადაიჭიმება.

პერიჰელიუმის ზუსტი თარიღი უკვე გამოთვლილია, თუმცა დაკვირვებისთვის საუკეთესო დღეების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ეს დამოკიდებული იქნება კომეტის მდებარეობაზე მზისა და დედამიწის მიმართ, დამკვირვებლის განედზე, ბინდის ხანგრძლივობაზე, ამინდსა და მთვარის განათებაზე.

ჰალეის კომეტა – ყველაზე ცნობილი პერიოდული კომეტა, რომელიც 74-79 წელიწადში ერთხელ შეინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწიურად არაერთი უფრო ხანგრძლივად მნათი კომეტა ჩნდება ზეცაში, ჰალეის კომეტა ყველაზე ხილვადია შეუიარაღებელი თვალით. მზის შიდა სისტემაში მისი ბრუნვადობის გამო კომეტა ძვ. წ. 240 წლიდან ფიქსირდება, მაგრამ ამ კომეტას პერიოდულად არ აღიარებდნენ მანამ, სანამ მეთვრამეტე საუკუნეში ედმუნდ ჰალეიმ მისი ორბიტა არ გამოიანგარიშა. სწორედ მისი სახელის მიხედვით ეწოდა ჰალეის კომეტა. ჰალეის კომეტა უკანასკნელად 1986 წელს გამოჩნდა მზის შიდა სისტემაში.